ქრისტეს სისხლი
ქრისტეს სისხლი — ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით სისხლი, რომელიც დაიღვარა იესო ქრისტეს ჯვარცმისას და ასევე ის სისხლიც, რომელსაც ევქარისტიის დროს მორწმუნეები იღებენ ღვინის სახით.
ისტორია
რედაქტირებაგადმოცემის მიხედვით ქრისტეს სისხლი ჯვარცმისას რამდენიმე ადგილას ფიგურირებს:
- ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელიც შეიღება ქრისტეს სისხლით.
- გრაალი - თასი, რომელშიც ჩაედინებოდა ქრისტეს სისხლი და წყალი, ლახვრით განგმირული გვერდიდან.
- ცხვრის მატყლი, რომელიც შეღებილია ქრისტეს სიხლით.