ქორდის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ქორდის წმინდა ბარბარეს ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5,76 X 3,68 მ), ნაგებია რიყის ქვით. სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შენობა ძლიერ დაზიანებულია, ჩანგრეულია კამარა. შესასვლელი სამხრეთითაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.