ქომილო (ყოფ. მურადქოი) — სოფელი თურქეთში, მდებარეობს რიზეს პროვინციაში. ჩამლიჰემშინიდან (ვიჯა) 3 კილომეტრში. 2000 წლის მონაცემებით სოფელში 278 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი
ქომილო
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი ჩამლიჰემშინი
კოორდინატები 41°04′12″ ჩ. გ. 41°00′04″ ა. გ. / 41.07000° ჩ. გ. 41.00111° ა. გ. / 41.07000; 41.00111
ადრეული სახელები მურადქოი
საფოსტო ინდექსი 53750
ქომილო — თურქეთი
ქომილო

სოფლის მოსახლეობა ძირითადად ლაზებისაგან შედგება. მათ 2015 წელს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება რათა სოფელს დაბრუნებოდა ისტორიული სახელი. მოსახლეობის უმრავლესობამ აღნიშნული წერილი გადაგზავნა რიზეს პროვინციის გუბერნატორთან. სოფელს ოფიციალურად ეწოდა „ქომილო“[1]. იგი პირველი ლაზური სოფელია, რომელმაც ისტორიული სახელი დაიბრუნა[2].

სოფლის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას.

სქოლიო რედაქტირება