ქოლოთის ღვთისმშობლის ეკლესია
ქოლოთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლოთში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სასაფლაოზე. ნაგებია კარგად დამუშავებული შირიმის ქვით. წყობა თარაზულია. დარბაზული ეკლესია გეგმით მართკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში დგას შირიმის ქვის ტრაპეზი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო არქიტრავული ნიშაა. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის ცილინდრული კამარა ებჯინება წყვილ ნახევარწრიულ თაღს. ჩრდილოეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. ინტერიერის კედლები შელესილია. სამხრეთის შესასვლელი არქიტრავულია, შესასვლელის თავზე ამოშენებულია ლუნეტი. ეკლესიის კარნიზი თარო — ლავგარდანია. სახურავი აყრილია, ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები დაბზარულია. კუთხეები მრავალ ადგილას ჩამონგრეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 180-181