ქობულ ხევისუფლის წარწერა
ქობულ ხევისუფლის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დაღეთ-ხაჩინის მახლობელი ტერიტორიიდან. სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც მოთავსებულია წყაროს ქვაზე, იპოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ექსპედიციამ ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
წარწერა რედაქტირება
- ქ~ე შე ქობულ
- ჴევს ოფლჲ
- ესე დაკრკნილჲ წყ~რჲ მნ ქნ
ანუ:
- ქრისტე, შეიწყალე ქობულ
- ჴევისუფალჲ,
- ესე დაკრკნილჲ წყაროჲ მან ქნა.
დახასიათება რედაქტირება
წარწერას ახასიათებს ასოთა მიდრეკილება ნუსხურობისაკენ. ე, ვ, ლ გრაფემებს აქვთ დამატებითი ხაზები. ჲ გამოხატავს ი ხმოვანს (უფალჲ, დაკრკნილჲ). ქნა < ქმნა მ–ს დაკარგვის გზით. წარწერაში გვხვდება საინტერესო ლექსიკური ერთეული – დაკრკნილჲ.
დათარიღება რედაქტირება
ნ. შოშიაშვილი წარწერას X საუკუნით ათარიღებს.[1]
ლიტერატურა რედაქტირება
- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 24
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 141