ქმერული არქიტექტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქმერული (ანგკორული) არქიტექტურა - ქმერების მიერ წარმოებული არქიტექტურა ქმერების იმპერიის ანგკორის პერიოდში დაახლოებით ჩვ.წ VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XV საუკუნის პირველ ნახევრამდე. ანგკორიული ხუროთმოძღვრების ნებისმიერი სახის შესწავლისას ყურადღება ყოველთვის გამახვილებულია რელიგიურ არქიტექტურაზე, რადგან შემორჩენილი ანგკორიული ნაგებობების უმეტესობა რელიგიური ხასიათისაა. ანგკორის პერიოდში მხოლოდ ტაძრები და სხვა რელიგიური ნაგებობები იყო ქვით ნაგები, არარელიგიური შენობები, უმეტესად საცხოვრებლები აშენებული იყო მალფუჭებადი მასალებით, მაგალითად ხისგან და მათი უმეტესობა არ არის შემორჩენილი. ანგკორის რელიგიური არქიტექტურის დამახასიათებელი სტრუქტურების, ელემენტების და მოტივებისგან ბევრი ინდოეთის გავლენის ქვეშ გაჩნდა. დიდი გავლენა იქონიეს ინდურმა ქვის ტაძრებმა და მათმა მორთულობამ.

პერიოდიზაცია

რედაქტირება

მრავალი ტაძარი აშენდა მანამ, სანამ კამბოჯა ქმერების იმპერიის მძლავრ სამეფოდ იქცეოდა, რომელიც დომინირებდა ინდოჩინეთის რეგიონის უმეტეს ნაწილში. იმ დროს კამბოჯა ცნობილი იყო, როგორც ჩენლას სამეფო, ქმმერების იმპერიის წინამორბედი სახელმწიფო. პრეანგკორეული არქიტექტურის სამი სტილი არსებობს: სამბორ პრეი კუკის სტილი (610–650) (ლსამბორ პრეი კუკი, იგივე ისანაპურა, ჩენლას სამეფოს დედაქალაქი იყო, მისი სტილი მინიმალიზმით გამოირჩევა); პრეი ქმენგის სტილი (635–700) (მაგალითები ძალიან ცოტაა, გამოირჩევა ქანდაკებებით და უფრო მეტი მორთულობით) და კომპონგ პრეის სტილი (700–800) (გამოირჩევა ფორმების ცვლილებებით, გრძელდება აგურის გამოყენება).

ანგკორულ არქიტექტურაში გამოიყოფა შემდეგი სტილები და პერიოდები (სახელწოდებები მიმდინარეობს სტილის წარმომადგენელი ყველაზე ცნობილი ძეგლის სახელწოდებისგან): კულენის სტილი (პრეანგკორული სტილის გაგრძელება, თუმცა ბევრი ინოვაციით); პრეა კოს სტილის; ბაკჰენგის სტილი; კო კერის სტილი (მთავარი სამშენებლო მასალაა აგური); პრე რუპის სტილი და ა.შ.

სამშენებლო მასალა

რედაქტირება

ანგკორიელი მშენებლები მასალად იყენებდნენ აგურს, ქვიშაქვას, ლატერიტს და ხეს. შემორჩენილია მხოლოდ აგურის, ქვიშაქვისა და ლატერიტის ნანგრევები, ხის ნაგებობებმა დროს ვერ გაუძლო და ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. ადრეული ტაძრები ნაშენებია აგურით, მათი დეკორაციები არ არის აგურში ნაკვეთი, რადგან აგური ქვაზე უფრო რბილია. ქვის ნაგებობებში, რომლებიც უფრო მოგვიანებით გაჩნდა, დეკორაციები პირდაპირ ქვაზე იკვეთება.

სტრუქტურები

რედაქტირება

ცენტრალური ტაძარი

რედაქტირება
 

ცენტრალური ტაძარი ითვლება იმ ღვთაების სახლად, რომლისადმი ძირითადი სამლოცველო მიძღვნილია. ჩვეულებრივად ეს ინდუისტური შივა ან ვიშნუ ან ბუდისტური ბუდაა. ცენტრში დგას ღვთაების ქანდაკება. რადგან ტაძარი ღვთაების სახლად ითვლებოდა, და არა საზოგადო სამლოცველოდ ის არ იყო დიდი - ხშირად სიგანეში ორ მეტრამდე და მხოლოდ ქანდაკებას იტევდა. სიგანის მაგივრად მისი მნიშვნელობა სიმაღლით და გარე კედლების სხვა ნაგებობებზე მეტი დეკორირებით აისახებოდა. სიმბოლურად ის წარმოადგენს მერუს მთას, ინდუისტური ღმერთების ლეგენდარულ სახლს.

გალავნები

რედაქტირება

ცენტრალური ტაძრები, როგორც წესი, კედლების კონცენტრული სერიით იყო შემოფარგლული, ცენტრალური ტაძარი კი შუაში იყო; ეს სიმბოლოა მერუს მთის, ღმერთების ლეგრნდარული სახლის გარშემო მყოფი ქედების. სივრცეს ამ კედლებს შორის ხშირად გალერეა ეწოდება. ისტორიულად გალერეები X საუკუნეში განვითარდა, XII საუკუნის ანგკორის ომის დროს გალერეები თავშესაფრის როლს ასეულებდნენ. თანამედროვე კონვენციის მიხედვით კედლები დანომრილია ცენტრიდან მოყოლებული.

მოცეკვავეთა დარბაზი

რედაქტირება

XII ს-ის მეფე ჯაიავარმან VIII დროს აგებულ ზოგ ტაძარში ნაპოვნი სტრუქტურები. მათი კედლები ქვით იყო აგებული, სახურავი კი მალეფუჭადი მატერიალებით და არ შემორჩა. კედლებზე გამოსახულები იყვნენ მოცეკვავე ქალები და ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დარბაზიც მოცეკვავეებისთვის იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jessup, Helen Ibbitson. Art & Architecture of Cambodia. London: Thames & Hudson, 2004.
  • Ngô Vǎn Doanh, Champa:Ancient Towers. Hanoi: The Gioi Publishers, 2006.
  • Roveda, Vittorio. Images of the Gods: Khmer Mythology in Cambodia, Laos & Thailand. Bangkok: River Books, 2005.
  • Sthapatyakam. The Architecture of Cambodia. Phnom Penh: Department of Media and Communication, Royal University of Phnom Penh, 2012.
  • Coedès, George. Pour mieux comprendre Angkor. Hanoi: Imprimerie d'Extrême-Orient, 1943.
  • Forbes, Andrew; Henley, David (2011). Angkor, Eighth Wonder of the World. Chiang Mai: Cognoscenti Books. ASIN B0085RYW0O
  • Freeman, Michael and Jacques, Claude. Ancient Angkor. Bangkok: River Books, 1999. ISBN 0-8348-0426-3.
  • Glaize, Maurice. The Monuments of the Angkor Group. 1944