ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი
ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი — რაფიელ ერისთავის სახელობის სახლ-მუზეუმი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში. მუზეუმი დაარსდა 1951 წელს. მისი ექსპოზიცია შედგება 4 საგამოფენო დარბაზისა და სამუშაო ოთახისაგან. მუზეუმში ინახება მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 6003 სხვადასხვა სახის სამეცნიერო და დამხმარე მასალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახმეტის მუნიციპალიტეტის მუზეუმები [მკვდარი ბმული]
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.