ქირურგიული ნიღაბი
ქირურგიული ნიღაბი, ასევე ცნობილი, როგორც სამედიცინო ნიღაბი, პროცედურული ნიღაბი — პირადი დამცავი საშუალება, რომელსაც იყენებენ მედიკოსები. მას აქვს მექანიკური ბარიერის ფუნქცია, რომელიც აკავებს სასუნთქ ორგანოებში შემავალი ჰაერის მასებს. იგი ამცირებს პათოგენებისა და აეროზოლური დამაბინძურებლების გადატანას, რომელიც ჩნდება ცემინების, ხველების, ან უნებლიედ საუბრის დროს. ქირურგიული ნიღბები შეიძლება გამოყენებული იქნეს სამედიცინო, სტომატოლოგიური, საიზოლაციო, ქირურგიული დანიშნულებით.[1]
ისტორია
რედაქტირებასახის ნიღბები ქირურგიაში გამოსაყენებლად, პირველად ევროპაში, XIX საუკუნის დასაწყისში, რამდენიმე ექიმის მიერ იქნა შემუშავებული, მიკრობებისა და ანტისეპტიკის მნიშვნელობის მზარდი გაგების შედეგად. მათ შორის იყვნენ იან მიკულიჩ-რადეცკი და პოლ ბერგერი.