ქინ-ძა-ძა! (პერსონაჟების სია)
აქ წარმოდგენილია ფილმ „ქინ-ძა-ძა!-ს“ პერსონაჟების სრული სია.
პერსონაჟები
რედაქტირებადედამიწელები
რედაქტირება- ვლადიმერ მაშკოვი (ძია ვოვა) - მშენებელი. ცხოვრობს მოსკოვში, სამოთახიან კოოპერატიულ ბინაში კალინინის პროსპექტთან, ჰყავს მეუღლე ლუსია და შვილი-ოროსანი კირილე.
- გედევან ალექსიძე (მევიოლინე) - ტექსტილის უნივერსიტეტის სტუდენტი-პირველკურსელი (ქ. ივანოვოდან). მოსკოვში ჩამოვიდა, რათა პროფესორ როგოზინისთვის გადაეცა ვიოლინო, რომელიც მას ბანკეტის შემდეგ დარჩა.
- ლუდმილა მაშკოვა - ვოვას მეუღლე. ვოვას უშვებს მაკარონების საყიდლად.
- გალინა - გედევანის ინსტიტუტის ადმინისტრაციის მკაცრი წარმომადგენელი, რომელსაც გედევანი უამბობს, თუ რატომ გაქრა რამდენიმე წლით.
- კირილე მაშკოვი - ვოვას შვილი, სკოლის მოსწავლე, ფილმის სიუჟეტის მიხედვით - ოროსანი (მაშკოვი მას ხუმრობით „ფრიადოსანს“ უწოდებს). ფილმში რამდენიმეჯერ ახსენებენ.
- ვიქტორ მანოხინი - ვოვას კოლეგა. მასზე ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ „ობიექტზე ყველა მილი გაუსკდა“. მთელი ფილმის განმავლობაში ვოვა განიცდის, რომ არ გააფრთხილა იგი, თუ სად არის შენახული სანტექნიკის გასაღები.
- პროფესორი როგოზინი - მევიოლინე, რომელიც ქალაქ ბათუმში კონცერტზე გამოდიოდა და დაავიწყდა ინსტრუმენტის თან წაღება.
- რაეჩკა - გედევანის სასწავლებლის დეკანატის მდივანი. ფილმში არ ჩნდება. გედევანი მას უტოვებს პლანეტიდან ჩამოტანილ ნივთებს იუნესკოში გადასაცემად და განმარტებით წერილს.
- ალიკ ალექსიძე - გედევანის ნათესავი, რომელიც ნახსენებია ფილმში. გედევანს სურს მასთან დაკავშირება, ის მისთვის ყველაზე ახლო ადამიანია, ვინაიდან სწორედ მან აღზარდა, მას შემდეგ, რაც გედევანის დედა გარდაიცვალა.
ხანუდელები
რედაქტირება- ბი - საბრალო მსახიობი, პაცაკი, ძველი პეპელაცის მფლობელი. გალაქტიკაში თავის მეგობარ უეფთან ერთად მოძრაობს და სიმღერებს მღერის.
- უეფი - ჩატლანი მსახიობი. გამოდის ბისთან ერთად.
პლუკანელები
რედაქტირებაჩატლანები
რედაქტირება- ბატონი პჟ - პლანეტის გუბერნატორი. კარგად ეპყრობა პაცაკებს, რითაც ექსტრემისტულად განწყობილი ჩატლანები უკმაყოფილებას გამოხატავენ
- პჟ-ს დედა - მოხუცი ქალი. ატარებს მარწყვისფერ შარვალს, თავზე – ოთხ ნათურას.
- კონტრაბანდისტი ნაიარევით - კონტრაბანდისტების მეთაური. იპარავს კც-ს (ასანთის) ნაწილს ვოვასგან და სხვა კონტრაბანდისტებთან ერთად გარბის.
- ცალხელა - კონტრაბანდისტის თანაშემწე
- კონტრაბანდისტის მეგობარი გოგონა - 30 წლამდე ასაკის ქალი დაღლილი სახით
- კონტრაბანდისტთა მეთაურის მონა-ქალი - ლამაზი გოგონა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მონობაში გაყიდეს.
- კირრი - ჩატლანი კრატერიდან, ეზიზღება პაცაკები და პჟ. დისიდენტი.
- მდიდარი ჯუჯა-კაცი - ყვითელ შარვალში გამოწყობილი, რომელიც ცხოვრობს პლუკის დედაქალაქში.
- ქალი გიგანტური მკერდით - აკონტროლებს მაღაროში მიმავალ პირებს.
- პლანეტარიუმის თანამშრომელი - ქალი, რომელსაც ზებუნებრივი თვისებები გააჩნია. მან სატელეფონო საშუალებით ვოვა დედამიწასთან დააკავშირა, თუმცა, ვინაიდან გედევანმა მანამდე მოიპარა წარმოდგენის ბროლი, ამ უკანასკნელს ზარის განხორციელებაზე უარი უთხრა.
- წითური ჩატლანი - ეპიზოდური პერსონაჟი. ეცილოპის დანახვის დროს ხელოვნური ტონით იცინის.
- სხვა ჩატლანები - სხვადასხვა პერსონაჟი, მაგალითად, მაღალი წვერ-ულვაშიანი მამაკაცი, ქალი აბურძგნული თმით, შავგვრემანი ლამაზმანი.
- ეცილოპები - მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლები. უყვართ სხვადასხვა ნივთის მითვისება, თავხედურად იქცევიან. ემსახურებიან ბატონ პჟ-ს. ასრულებენ ერთგვარი პატრულის როლს.
- შავკანიანი დარაჯი - იმ შემთხვევაში თუ ვინმე ცდილობს ცენტრში უფასოდ შეღწევას, დარაჯი უკვე ელოდება ამ პირს გასასვლელთან და მაინც აიძულებს, გადაიხადოს ბაჟი.
- გუშაგები მატარებლის გზად - სხვადასხვა გუშაგი, რომელიც მაღაროში დრო და დრო აჩერებს მატარებელს.
- მოსამართლე - მკაცრი და კორუმპირებული. მოგზაურები აიძულა, მისთვის მიეცათ კც, ქაღალდის ქუდი და ძმრის ყლუპი - ქრთამის სახით.
- საიდუმლო აგენტი - მწვანე შარვლით. განასახიერებს რიგით მოქალაქეს, მაგრამ სინამდვილეში ატარებს ნათურას.
- მსუქანი კაცი ალიკაპით - აკონტროლებს პჟ-ს მითითებების შესრულებას. ფილმის მეორე სერიაში გედევანი და ვოვა მას სცემენ, აჰყავთ მძევლად და შედიან ეციხში, რათა გაათავისუფლონ უეფი და ბი.
- პჟ-ს გუშაგი - სამი მამაკაცი პჟ-ს აუზთან.
- ეციხების მცველი - ზის ეციხების საცავში, მანამ, სანამ ვინმე არ სთხოვს ამა თუ იმ ეციხის ჩვენებას.
პაცაკები
რედაქტირება- ბატონ პჟ-ს პირადი პაცაკი - მოხუცი პაცაკი მკვეთრი და გამაღიზიანებელი ხმით, რომელიც დაჰყვება პჟ-ს.
- ცანი - ღარიბი მსახიობი ქალი. პლუკზე მოგზაურობს თავისი მანქანით და დრო და დრო კონცერტებს ატარებს.
- პეპელაცოდრომის დარაჯი - ყველა გამვლელს რამეს სძალავს.
- მოხუცი ქალი მატარებელში - შეშინებული ქალბატონი, რომელიც გაჰყვირის - „მე ძალიან მიყვარს პჟ!“.
- აკრობატი ქალი - ახალგაზრდა აკრობატი მიმოხილვის ბორბალთან - ჩატლანებს სიამოვნებით ეხმარება. მოძრაობს სალტოს მეთოდით.
ალფას ხალხი
რედაქტირება- აბრადოქსი - ალფას უმაღლესი მმართველი ან მოხელე (გიორგი დანელიას შესრულებით)
- დეკონტი - აბრადოქსის თანაშემწე ქალი
პლანეტა უზმის ხალხი
რედაქტირება- ფეხშიშველი მოგზაური - პლანეტა უზმიდან, 247 ტენტურაში, გალაქტიკა ბეტა-სპირალში. მოგზაურობს გადაადგილების მოწყობილობით. უზმაზე შვილი ჰყავს. ვოვა და გედევანი ქინ-ძა-ძაზე სწორედ მისი წყალობით მოხვდებიან.