ქინძოტამალის ციხე

ქინძოტამალის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა თურქეთში, არდაჰანის რაიონში, ისტორიულ არტაანში, სოფელ ქინძოტამალის, თანამედროვე ბაღდაშენის (Bağdaşan) დასავლეთით 800 მ-ზე, მდ. ურუმდერეს მარცხენა სანაპიროზე, მცირე ბორცვზე შემორჩენილია მასშტაბური ციხე (41°3′49.29″N; 42°22′32.76″E). მრუდხაზოვანი გეგმის მქონე ნაგებობაში ჩართულია სამი ნახევარწრიული გოდოლი. ნაწილობრივ დანგრეულია ჩრდილოეთი კედლის მხარე, მისასვლელი სამხრეთიდან აქვს. ციხის კედლების წყობა ოსმალური პერიოდის ნაგებობას გავს, თუმცა ჩანს უფრო ადრეული ხანის სამშენებლო ფენებიც. ციხე აღწერილია სხვადასხვა მკვლევართა მიერ. აგრეთვე, 1913-1918 წლების მოგზაურობათა დღიურებში ციხეს და ციხესთნ ეკლესიას ასახელებს ოდიშარია-მარტვილელი.

ლიტერატურარედაქტირება

  • ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციის ანგარიშები, თბ., 2015, გვ. 121