ქვემო ჯომაღის მესამე კოშკი

ქვემო ჯომაღის მესამე კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯომაღაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია 3 სართულის დონე. ჩრდილოეთ კედელში მეორე სართულზე გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. სამხრეთისა და დასავლეთის კედლები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. კოშკის გარშემო და შიგნით მიწის დონე აწეულია. ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004