ქვემო ჯომაღის მეორე კოშკი
ქვემო ჯომაღის მეორე კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯომაღაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ფლეთილი ქვით ნაშენი კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. ნაგებობა დანგრეულია, კედლები შემორჩენილია 2,5-3 მ-ის სიმაღლეზე. პირველი სართული ამოვსებულია ქვითა და მიწით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004