ქვემო სარაბუკის ნაგებობის ნაშთი
ქვემო სარაბუკის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარაბუკში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფელში შემაღლებულ ბორცვზე შემორჩენილია ძველი ნაგებობის საძირკველი. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით აქ ეკლესია იყო. მიმოფანტული ქვა მეტწილად ფლეთილია. გეგმა არ იკითხება. დათარიღება შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 194