ქვემო როკას კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი შემორჩენილია ხუთი სართულის დონეზე. ქვის წყობა მშრალია. ჩრდილოეთ კედელში, მეორე სართულზე გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. სამხრეთი და დასავლეთი კედლები მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004