ქვემო კოშკის კოშკი

ქვემო კოშკას კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კოშკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით. შემორჩენილია სამი სართული. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. ყველა კედელში მოწყობილია სათოფურები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004