ქვემო გრუს წმინდა გიორგის ეკლესია

ქვემო გრუს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გრუში. აგებულია შუა საუკუნეებში. ნანგრევებად ქცეული ეკლესია მდებარეობს სასაფლაოზე. მისი კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია დიდი ზომის ფლეთილი ქვა. გეგმით სწორკუთხა ეკლესიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშაა დატანებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 175