ქვემო ბოლის მთავარანგელოზის ეკლესია
ქვემო ბოლის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ქვა. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარ წრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ნიშაა მოწყობილი. კონქისფერულია. სატრიუმფ ოთაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის კამარა ოდნავ შეისრულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. ამავე კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. იატაკი მიწაყრილია. ფასადები სერიოზულადაა დაზიანებული. საბურავი აყრილია, ამოსულია მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 173-174