ქეჩეკიანის სახლი
ქეჩეკიანის სახლი (რუს. Особняк Кечекьяна) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. აგებულია XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დონის ნახიჩევანის (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი) ცენტრალურ მოედანზე. ამჟამად შენობაში განთავსებულია ა. პუშკინის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა[1]. ქეჩიკიანის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
ქეჩეკიანის სახლი რუს. Особняк Кечекьяна | |
---|---|
მთავარი ფასადის გეგმა | |
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ნიკოლაი დურბახი |
ტიპი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
გახსნის თარიღი | XIX საუკუნე |
ისტორია
რედაქტირებაქეჩეკიანის სახლი დონის ნახიჩევანის ბულვარის მოედანზე ააგეს XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. მის მშენებლობას ზედამხედველობდა არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი. დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც მინიმუმ 1886 წლიდან სახლი ეკუთვნოდა ოლღა ხოჯაევას. 1894 წელს ოლღამ გაყიდა სახლი და იგი იყიდა ისკუგი ქეჩეკიანმა, ექიმ თევდორე ქეჩეკიანის ცოლმა.
ქეჩეკიანის ცოლი სახლში ცხოვრობდა თავის შვილებთან ერთად. ისკუგი ქეჩეკიანი იყო სომეხ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. მისი ძმა იყო მხატვარი მ. ალაჯალოვი, ხოლო მეუღლე თევდორე ქეჩეკიანი ქალაქის ექიმი და დონის როსტოვის საკრებულოს ხმოსანი წევრი, საკრებულოს ფინანსური კომისიის წევრი, საკრებულოს სამედიცინო კომისიის წევრი, „ნახიჩევანის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოების“ წევრი, მესამე ხარისხის წმინდა ანას ორდენის კავალერი.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. 1926 წელს (ზოგიერთი მონაცემებით 1929 წელს) შენობაში განათავსეს ა. პუშკინის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა[1].
არქიტექტურა
რედაქტირებაქეჩეკიანის სახლი ერთსართულიანია, მაღალი სარდაფით. სახლს აქვს შიდა ეზო, სადაც ადრე მდებარეობდა სამეურნეო ოთახები: საყინულე, თავლა და ეტლების სარდაფი. სახლის ფანჟრების მიმდებარე ადგილები გაფორმებულია ბაროკოს სტილში. მთავარი შესასვლელი მდებარეობს სახლის მარცხენა მხრეს. ჩვენამდე შემონახულია ორიგინალური ხის კარი. XX საუკუნის დასაწყისში დაადგეს გუმბათი.
სახლის ოთახები განლაგებულია ორ რიგად. ეზოს მხრიდან სახლს აქვს მცირე ვერანდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 49—55. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
- ↑ Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-10.