ქეთევან მიხეილის ასული დადიანი (დ. 26 თებერვალი, 1915, ქუთაისი, — დ. 24 აგვისტო, 1992) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1948), ეკონომიკის დარგში სამეცნიერო ხარისხის მქონე პირველი ეკონომისტი ქალი საქართველოში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1937 წელს. 1944–1955 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1970–1989 ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკური და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სხვადასხვა განყოფილებას. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1950–1970). მისი სამეცნიერო შრომი ეხება ქვეყნის ეკონომიკის სპეციალიზაციისა და კომპლექსური განვითარების, მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და პროგნოზირების საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა რეგიონების — ავტონ. რესპუბლიკის, ოლქის, ქალაქის, რაიონის მეურნეობის კომპლექსური განვითარების გეგმის შედგენის მეთოდიკა.

ლიტერატურა

რედაქტირება