ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ — ქართველი მწიგნობარის, იოანე-ზოსიმეს მიერ შექმნილი პატრიოტული საგალობელი.
ტექსტი
რედაქტირებატექსტი სრულად გამართულია ხელნაწერის ფოტოს მიხედვით.
ქებაჲ და დ~ბჲ ქა:რთლისა ენისაჲ჻
დამარხულ არს ენაჲ ქართული
დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა
საწამებელად რ~ა ყო~სა ენასა ღთ~მნ
ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ
მძინარჱ არს დღესამომდე, და სახარე
ბასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელე
ნე დედოფალმან ესე არიან ორნი დანი
ვ~ა მარიამ და მართაჲ და მეგობრო
ბაჲ ამისთჳს თქუა ვ~დ ყ~ლი საიდუმლოჲ
ამას ენასა შინა დამარხულ არს
და ოთხისა დღისა მკდარი ამისთჳს
თქ~ა დავით წწყ~ლმან რ~ წელი ათასი ვ~ა ერთი დღჱ
და სახარ~ბასა შინა ქარ
თულსა თავსა ხ~, თავსა მათჱსსა წილი (ან წერით) ზის
რ~ლ ასოჲ არს და იტყჳს ყ~ლად ოთხ ათასსა
მარაგსა და ესე არს ოთხი დღჱ და ოთ
ხისა დღისა მკ~დარი ამისთჳს მისთანავე
დაფლუჱთ სიკდ~ლითა ნათლისღებისა მისისაითა
და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული
სახელითა უ~საჲთა, მდაბალი და დაწუ
ნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა
უფლისასა და სასწ~ლად ესე აქუს ოთხმეოც
და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენა
თა ქრ~ჱს მოსლვითგან ვ~ე დღესამომდე
და ესე ყ~ლი რ~ლი წერილ არს მოწამედ წარ
მოგითხარ ასი ესე წილი და წილი ანბანისაჲ.
ლიტერატურა
რედაქტირება- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 13