ქაღალდის ხიდი
ქაღალდის ხიდი (რუს. Бумажный мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში, ლიფლიანდის ქუჩაზე, ქაღალდის არხზე. ხიდის სიგრძეა - 29,7 მეტრი, სიგანე - 19,3 მ.
ქაღალდის ხიდი Бумажный мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°54′22″N 30°15′43″E / 59.906111° ჩ. გ. 30.261944° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 29,7 მ |
სიგანე | 19,3 მ |
გახსნის თარიღი | 1963 |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი მდებარეობს ლიფლიანდის ქუჩაზე. გადებულია ქაღალდის არხზე.
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე ქაღალდის ფაბრიკის მიხედვით. აღნიშნული ფაბრიკა ამ რაიონში მდებარეობდა ჯერ კიდევ პეტრე I დიდის ეპოქაში.
ისტორია
რედაქტირებაქაღალდის ხიდის ისტორია სათავეს იღებს XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ეკატერინგოფის პარკზე გაიყვანეს არხი. იგი სათავეს მდინარე ეკატერონგოფკიდან იღებდა, გადაჭრიდა პარკს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ერთვოდა მდინარე ტარაკანოვკას. პირველი ხის ხიდი აღნიშნულ ადგილზე ააგეს 1795 წელს. 1823 წელს იგი ხის ერთმალიან ხიდად გადააკეთეს ინჟინრების ა. ა. ბეტანკურის, პ. პ. ბაზენისა და ბენუა პოლ ემილ კლაიპერონის პროექტის მიხედვით.
1862 წელს ხიდი კვლავ გადააკეთეს და გახდა სამმალიანი. 1949 წელს ყველა ხის ნაწილი მეტალის ნაწილით შეცვალეს ინჟინრების არიადნა საპერშტეინისა და პ. მ. ბლოხინის პროექტის მიხედვით.
ამჟამად არსებული ხიდი ააგეს 1962-1963 წლებში ინჟინერ ე. ა. ბოლტუნოვისა და არქიტექტორ ლევ ნოსკოვის პროექტის მიხედვით.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ამჟამად სამმალიანია, აგებულია რკინა-ბეტონით. ფეხით მოსიარულეთა ნაწილი საავტომობილო ნაწილისაგან გამოყოფილია რკინაბეტონის ფილებით. ხიდზე დამონტაჟებულია მოაჯირები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 444. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 310. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 30. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Бумажный мост //СПб ГБУ «Мостотрест»