ქაქუთურა
ქაქუთურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ სოლისებური, სამნაკვ-თიანი, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებურად სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომისაა, კონუსური და ფრთიანი, თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოგრძო-ოვალური, მომწვანო-მოყვითალო. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.
ქაქუთურა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან დამწიფებამდე 172-180 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 180-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-12.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. პერსპექტიულია საბრენდე სპირიტს მისაღებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 378