ქარუ
ქარუ — ქართული ონლაინ-პლატფორმა, რომელიც ავტომობილის მფლობელს საშუალებას აძლევს, გამოიძახოს ავტოექსპერტი და მანქანა შესაკეთებლად გაატანოს. ავტოექსპერტს მანქანა კერძო ხელოსანთან მიჰყავს, იყიდის შესაბამის ნაწილებს ხარისხიან მომწოდებლებთან, შეაკეთებს და შემდეგ პატრონს დაუბრუნებს.
ტიპი | ონლაინ-პლატფორმა |
---|---|
დარგი | ავტომობილები |
დაფუძნდა | 1 ოქტომბერი, 2018 |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
პროდუქცია | ავტოასისტენტის მომსახურება |
მფლობელი | ნიკა აბაშიძე |
პლატფორმა 2018 წლის 1 ოქტომბერს ნიკა აბაშიძემ დააარსა და სერვისი ამჟამად მხოლოდ თბილისში მოქმედებს. დაარსებიდან დღემდე, სერვისით უკვე ათობით ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა.