ქართული პირველი
ქართული პირველი — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.
გამოყვანილია 1947 წელს საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელ სადგურში ვასილ ლოლაძის მიერ რქაწითელისა და ხალილი თეთრის შეჯვარებით.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად მოგრძო, საშუალოდ დანაკვთული, სამნაკვთიანია. ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოგრძო ან კვერცხისებური ფორმის, ქარვისფერ-ყვითელი.
ქართული პირველი სრულ სიმწიფეში აგვისტოს დასაწყისში შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.0-3.8 გ/ლ-ს.
ჯიში გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 561-562