ქართული მთის საქონელი
ქართული მთის საქონელი — მსხვილი რქოსანი საქონლის ქართული ჯიში. შეიძლება იყოს შავ და თეთრ ან წითელ და თეთრ ფერებში. ეს არის მომცრო ტანის ჯიში, რომელიც მორგებულია კავკასიის მთიანი რეგიონის პირობებს.[1] ძროხის წონა აღწევს 220–280 კილოს, ხოლო ხარის 270–370 კილოს.