ქართველები ბელარუსში
ქართველები ბელარუსში — ეთნიკური ქართველები, რომელთა რიცხვიც მერყეობს 2400-ს და 4000-ს შორის. ქართველთა დიდი ნაწილი ბელარუსში ჩავიდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. ისინი იქნენ დევნილნი, გადასახლებულნი ან უბრალოდ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასულნი. [1] ისინი არ ივიწყებენ ქართულ კულტურას, საუბრობენ ქართულ ენაზე და არიან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.
ქართველები ბელარუსში | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
2400 (2009)-4000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ქართული, რუსული და ბელარუსული |
რელიგიები | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია |