ქარზმანის ეკლესია
ქარზმანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარზმანში. აგებულია XX საუკუნეში ძველი ეკლესიის გეგმაზე.
დარბაზული ტიპის ეკლესია გარშემოსავლელით მოსახლეობის მიერ ახლიდან არის აგებული. შედეგად, ძველ ეკლესიას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ინტერიერში გრძივი კედლები დაყოფილია წყვილი პილასტრებით. შესასვლელი დატანებულია ყველა კედელში. ეკლესიის თაღ-კამარა და კონქი ჩამოქცეულია. მის ნაცვლად გაკეთებულია ბრტყელი გადახურვა. კედლები, როგორც გარედან ასევე შიგნიდან, შებათქაშებულ-შეთეთრებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004