ქალაქის გამგეობის შენობა (ტაგანროგი)
ქალაქის გამგეობის შენობა (რუს. Здание городской управы) — სახლი ქალაქ ტაგანროგის ცენტრში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
ქალაქის გამგეობის შენობა რუს. Здание городской управы | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′02″N 38°55′32″E / 47.2172° ჩ. გ. 38.9255° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 1830 |
დასრულების თარიღი | 1959 |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 87.
ისტორია
რედაქტირებასამსართულიანი სახლი, ოთხკუთხა კოლონებით, მდებარეობს პეტროვის ქუჩაზე, მცირე სადოვაიის შესახვევის პირდაპირ. შენობა არაერთხელ გადაუკეთებიათ.
მიწის ამ ნაკვეთძე პირველი სახლი ააშენეს 1830-იან წლებში ვაჭარ დ. პეტროკოკინოსათვის[1]. 1880-იან წლების ბოლოს იგი შეიძინა კოზმა კომნენო-ვარვაციმ და კაპიტლურად გადააკეთა[1]. შენობას გაუკეთა მიშენება. ეზოში მდებარე ფლიგელი დაუკავშირდა მთავარ შესასვლელს. გააფორმეს ფასადიც. შენობაში იყო 62 ოთახი, რომელიც ეკავათ ვარვარის ოჯახის წევრებს. რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში გლეხებს შორის არეულობის შიშით გადაწყვიტა გაეყიდა თავისი სახლი.
1907 წლიდან 1920 წლამდე სახლში განთავსებული იყო ქალაქის გამგეობის შენობა, რომელიც 1810 წლიდან გახდა მუნიციპალური ხელისუფლების მთავარი აღმასრულებელი ორგანო. 1909-1914 წლებში სახლის ერთ-ერთ ოთახში გახსნილი იყო სურათების გალერეა და ქალაქის მუზეუმი. 1918 წლის 17 იანვრიდან 1 თებერვლამდე შენობა ეკავა ტაგანროგის მუშათა და დეპუტატთა საბჭოებს. გერმანელებისა და შემდეგ თეთრგვარდიელების მოსვლის შემდეგ შენობაში კვლავ ქალაქის საკრებულო განთავსდა[1]. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი შენობაში განთავსდა სამხედრო-რევულიციური კომიტეტი, რომელიც [[1920] ქალაქის მმართველობის ძირითადი ორგანო იყო. შემდეგ აქ განთავსდა პროფკავშირის კლუბი, მასწავლებელთა სახლი, ავტომოტოკლუბი[1]. 1935 წლის ბოლოს მთლიანი შენობა გადაეცა ტაგანროგის პიონერთა სახლს[2][1].
ტაგანროგის გერმანული ოკუპაციის პერიოდში, 1942 წლიდან შენობაში განთავსებულია გერმანული პოლიცია[1]. ტაგანროგის გათავისუფლების დროს შენობა დაიწვა. 1959 წლის აგვისტოში დაიწყეს სახლის აღდგენითი სამუშაოები. ფასადი და დაგეგმარება მთლიანად შეცვალეს, დააშენეს მესამე სართული[1]. შესასვლელი გააფორმეს პორტიკებით. აღდგენის შემდეგ შენობაში საცხოვრებელი ბინები განათავსეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Орлов Г. Н., Найговзин Л.И., Цымбал А.А. Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на старых открытках и фотографиях. — Таганрог: Лукоморье, 2004. — С. 124. — ISBN 5-901565-11-8.
- ↑ Киричек М.С. Дворец пионеров и школьников // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 312. — ISBN 978-5-88040-064-5.