ფურაჟი
ფურაჟი (ფრანგ. fourrage-დან — „საკვები“) — მეცხოველეობაში: მცენარეული საზრდო, რომელიც განკუთვნილია ცხოველების საკვებად (საქონელი, თხები, ცხვრები, ღორები, იხვები, ბატები, კურდღლები და სხვა). ფურაჟი, როგორც წესი, შეიცავს მცენარეების დამუშავებულ ვეგეტატიურ ნაწილებს (ფოთლები, ღეროები, ზოგჯერ ფესვები), ნაყოფისა და თესლის გარდა. ფურაჟი გამოიყენება სუფთა ან შენახული სახით.