ფუთარქი
ფუთარქი — ძველი გერმანული და სკანდინავიური რუნული ანბანების საერთო სახელწოდება. სიტყვა წარმოდგება უფროსი რუნული ანბანის პირველი ექვსი ასოს პირდაპირი წაკითხვის შედეგად: f, u, þ, a, r, k. როგორც წესი, ამ სიტყვით აღნიშნავენ ნებისმიერ რუნულ ანბანს განურჩევლად ხალხისა, რომელიც მის ამა თუ იმ მოდიფიკაციას იყენებდა. მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ძველგერმანული რუნული ანბანი უფროს ფუთარქად იწოდება, ყველა დანარჩენი კი — უმცროს ანბანებად. გარდა ამისა, უმცროს ანბანეს შეიძლება უფრო კონკრეტულად ეწოდოთ, თუკი გავითვალისწინებთ პირველი ექვსი ასოს წარმოთქმას. ამგვარად, მაგალითად, ინგლისურ რუნულ ანბანს შეგვიძლია „ფუთორქი“ ვუწოდოთ.
აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ანბანი“ უმართებულოა ფუთარქთან მიმართებით, რადგან მასში პირველი სიმბოლოები არ შეესაბამება ამ ტერმინს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Klaus Düwel: Futhark. In: Johannes Hoops: Reallexikon der Germanischen Altertumskunde. Band 10: Friesen, Otto von – Gelübde. 2., völlig neu bearbeitete und stark erweiterte Auflage. de Gruyter, Berlin u. a. 1998, ISBN 3-11-015102-2.
- Klaus Düwel: Runenkunde (= Sammlung Metzler. Bd. 72). 3., vollständig neu bearbeitete Auflage. Metzler, Stuttgart u. a. 2001, ISBN 3-476-13072-X.
- Terje Spurkland: I begynnelsen var Runer. Norske Runer og Runeinnskrifter. 2. Auflage. Cappelen, Oslo 2005, ISBN 82-02-19680-9.