ფუერტე-დე-სამაიპატა
(გადამისამართდა გვერდიდან ფუერტე–დე–სამაიპატა)
ფუერტე-დე-სამაიპატა (ესპ. Fuerte de Samaipata) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის ფლორიდის პროვინციაში. იგი მდებარეობს ბოლივიის ანდების აღმოსავლეთ მთისწინეთში და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ობიექტს, როგორც ბოლივიელების, ასევე უცხოელებისათვის.
ფუერტე–დე–სამაიპატა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
კოორდინატები | 18°10′30″ ს. გ. 63°49′10″ დ. გ. / 18.17500° ს. გ. 63.81944° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
ნომერი | 883 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 883 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მეცნიერთა მტკიცებით იგი კოლუმბამდელი რელიგიური ცენტრი უნდა იყოს, რომელიც ააშენა ჩანეს ეთნიკურმა ჯგუფმა.
აქვე მდებარეობს ინკების მიერ, მათი სამხრეთით ექსპანსიის დროს აშენებული ქალაქის ნანგრევები.
ძეგლის არქეოლოგიური მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რადგან აქ ერთმანეთს შეხვდა ჩანეს, ინკებისა და ესპანელების კულტურები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: