ფსალტის სახლი
ფსალტის სახლი (რუს. Дом Псалти) — ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი. სახლი აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში. სახლი 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ფსალტის სახლი რუს. Дом Псалти | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′54″N 38°55′48″E / 47.215033° ჩ. გ. 38.930101° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის შუა წლები |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვსკის ქუჩა № 82.
ისტორია
რედაქტირებატაგანროგში პეტროვსკის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი სახლი ააგეს XIX საუკუნის შუა წლებში ვაჭარ ნიკოლოზ ფსალტის სახსრებით. მშენებლობის დასრუების შემდეგ შენობის ერთ-ერთი სათავსო დაიქირავა პორტრეტების ფოტოგრაფმა სიმონ ისაკოვიჩმა. ეს იყო ქალაქში პირველი ფოტოგრაფიული კაბინეტი. XIX საუკუნის 60-იან წლებში აქ რამდენიმე ხნით მუშაობდა ბერძნული წარმოშობის რუსი მხატვარი, პეიზაჟის ოსტატი არხიპ კუინჯი. ამ პერიოდში მოხდა ფოტოს პირველი დაბეჭდვა ქაღალდზე. 1876 წელს სახლი მთლიანად გადავიდა ფოტოგრაფ სიმონ ისაკოვიჩის მფლობელობაში.
გარკვეული პერიოდი სახლში განთავსებული იყო ფოტოგრაფ ნ. ვაინერის კაბინეტი. სახლში ცხოვრობდა პეიზაჟების ოსტატი ბორის შიკი, რომლის მიერ დამნაშავეებისათვის გადაღებული ფოტოები ფოტოები შევიდა დამაშავეთა კარტოთეკაში.
XX საუკუნის დასაწყისში სახლი შეიძინა კბილის ექიმმა აბრამ მაიოროვმა, ხოლო 1910-იანი წლებიდან სახლის მფლობელი გახდა თავადი ვ. სედოვი. სედოვის დროს სახლს დააშენეს მეორე სართული. სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა თავად მფლობელი შვილთან და მეუღლესთან ერთად, ხოლო პირველი სართული იჯარით ჰქონდათ გაცემული კბილის ტექნიკოს ც. ნორდშტეინზე. ნორდშტეინის ძმამ ა. ნორდშტეინმა ამავე სახლში გახსნა ფოტოგრაფიული კაბინეტი. პირველ სართულზე ასევე მუშაობდა ბერმანის ქალთა ქუდების მაღაზია.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. საბჭოთა ხელისუფლების დროს პირველ სართულზე მუშაობდა პოლიტიკური წიგნების მაღაზია „ფაკელი“, ფოტოატელიე „ეტიუდი“. ამჟამად სახლში განთავსებულია საკანცელარიო მაღაზიია „პერსონა“ და ფოტო ატელიე.
არქიტექტურა
რედაქტირებასიმეტრიული აგურის ორსართულიანი შენობა ორი აივნით, აგებულია კლასიკურ სტილში. მეორე სართულის ფანჯრები დამშვენებულია კლდის ქვით. კუთხის ფანჯრების თავზე ფრონტონებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог ул. Петровская, 82 დაარქივებული 2019-04-11 საიტზე Wayback Machine.