ფრიდრიხ ერენდორფერი

ფრიდრიხ ერენდორფერი (გერმ. Friedrich Ehrendorfer; დ. 26 ივლისი, 1927, ვენა, — გ. 28 ნოემბერი, 2023, იქვე) — ავსტრიელი ბიოლოგი, ბოტანიკოსი, მცენარეთა სისტემატიკოსი.

ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა ბიოლოგიას, ბოტანიკას, პალეონტოლოგიასა და ფილოსოფიას (1945–1949). ვენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (1955–65), გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკის სისტემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი (გრაცი, 1965–1970), ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ბოტანიკური ბაღის დირექტორი (1970–95). ერენდორფერის სამეცნიერო კვლევა მოიცავს მცენარეთა სინთეზურ სისტემატიკას (ციტოგენეტიკის, ევოლუციურ და ფილოგენეზის ურთიერთკავშირი), 25 წელი ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ ჟურნალს „Plant Systematics and Evolution”. არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად (1996).

ლიტერატურა

რედაქტირება