ფრემტეხი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
თამაშებსა და სპორტებში ფრემტეხი ან ყაიმმტეხი (ხშირად "ტაიბრეიკი") — მეთოდი, რომლის დახმარებითაც გამოირჩევა გამარჯვებული ორი დაპირისპირებული მხარიდან, როდესაც შეჯიბრის მიწურულს მათ შორის ფიქსირდება ფრე.
ზოგადი აღწერა
რედაქტირებამატჩებში
რედაქტირებარიგ შემთხვევებში, ფრემტეხი უბრალოდ დამატებითი რაუნდია. მაგალითად, ქვიზური ტიპის თამაშებში, მოთამაშეებში გამარჯვებულს დამატებითი შეკთხვები წყვეტს, რომლებიც გრძელდება მანამ, სანამ ერთი მოთამაშე მეორეს წესების მიხედვით დათქმული ქულების რაოდენობით არ გადაასწრებს ან არ ამოიწურება განსაზღვრული შეკითხვები. სპორტული შეჯიბრებების შემთხვევაში ფრემტეხის როლს თამაშობს "დამატებითი დროის" პრინციპი. გადამწყვეტი, დამატებითი რაუნდი შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტული ფორმატისგან, მაგ: ფრემტეხი ჩოგბურთში ან პენალტების სერია ფეხბურთში.