ფრანც ქსავერ ზიუსმაირი

ფრანც ქსავერ ზიუსმაირი (გერმ. Franz Xaver Süßmayr; (დ. 1766, შვანენშტადტი, ავსტრია — გ. 17 სექტემბერი, 1803, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი კომპოზიტორი. განთქმული კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მოსწავლე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შვანენშტადში, ქალაქ ავსტრიაში — მასწავლებლის ოჯახში. დედამისი გარდაიცვალა, როდესაც ფრანც ქსავიერი 6 წლის იყო და 13 წლის ასაკში დატოვა სახლი. ის იყო ბენედიქტური ეკლესიის კანტორი (1779-1787). შემდეგ, როდესაც მისი ხმა შეიცვალა ის გახდა კრემსმიუნსტერის ორკესტრის ერთ-ერთი მევიოლინე. აქ ასრულებდნენ ოპერას, რამაც ფრანც ქსავერს შესაძლებლობა მისცა კარგად შეესწავლა ანტონიო სალიერის და ქრისტოფ ვილიბალდ გლუკის მუსიკა.

1787 წლის შემდეგ, ვენაში გახდა ანტონიო სალიერის მოსწავლე. ასევე, 1792 წელს გახდა კარნტერტორთეატრის (Kärntnertortheater) დირექტორი და კომპოზიტორი.

ასევე ის ეხმარებოდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს კლემენცა დი ტიტოსა და ჯადოსნური ფლეიტის გადაწერაზე, როგორც დაამთავრა მისი რეკვიემი. როგორც ჩანს, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

1800 წლამდე ის იყო წარმატებული და განთქმული კომპოზიტორი ვენაში. შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ტუბერკულოზის გამო გაუჭირდა მუსიკის წერა ან სცენაზე გასვლა. ზიუსმაირი თხოვდა თეატრის დირექტორს დაედგა მისი ბოლო ნაწარმოები - List und Zufall.

მისი დაქორწინების გეგმები ჩაშალა ავადმყოფობამ და ადრეულმა სიკვდილმა. დღეს ის განთქმულია მოცარტის რეკვიემის დასრულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება