ფრანჩისკა სანდოვალი
ფრანჩისკა სანდოვალი (ესპ. Francisca Sandoval; დ. 22 აგვისტო, 1991, სანტიაგო, ჩილე — გ. 12 მაისი, 2022, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა „Señal 3 de La Victoria“ არხზე. სანდოვალს ესროლეს ცეცხსასროლი იარაღიდან 2022 წლის 1 მაისს, როდესაც ის აშუქებდა ჩილეს „კლასიკურ მუშათა ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ მარშს, მიძღვნილს მუშათა დღისადმი. მოვლენამ შეძრა ჩილე, ვინაიდან ის გახდა პირველი მედიის წარმომადგენელი, რომელიც მოკლეს დემოკრატიის პირობებში. ასევე, მკვლელობა მოხდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა მსჯელობა უსაფრთხოებასა და წესრიგის პირობებზე.[1] მკვლელობა მოხდა სანტიაგოს ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ცენტრალური სადგურის ახლოს.
ფრანჩისკა სანდოვალი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Francisca Sandoval |
დაბადების სახელი | Francisca Ignacia Sandoval Astudillo |
დაბადების თარიღი |
22 აგვისტო, 1991 სანტიაგო, ჩილე |
გარდაცვალების თარიღი | 22 აგვისტო, 1991 |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
შვილ(ებ)ი | 1 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Francisca Sandoval, primera periodista asesinada en Chile en democracia. Cooperativa.cl. ციტირების თარიღი: 2022-12-02.