ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარი
ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარი (გერმ. Frankfurter Paulskirche) — კლასიცისტურ სტილში ნაგები ეკლესია გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში. იგი 1786 წელს დანგრეული ბარფიუსერკირხეს ეკლესიის ადგილზე 1789-1833 წლებში აშენდა და 1944 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ქალაქის მთავარი ევანგელური ტაძარი. 1848 და 1849 წლებში წმინდა პავლეს ტაძარში იკრიბებოდა ფრანკფურტის ეროვნული კრება, ხალხის მიერ თავისუფლად არჩეული პირველი სახალხო კრება გერმანიაში. 1949 წელს კრებამ წმინდა პავლეს ტაძარში შეიმუშავა გერმანიის კონსტიტუცია, რომელიც პაულსკირხეს კონსტიტუციის სახელითაა ცნობილი.
1944 წლის 18 მარტს წმინდა პავლეს ტაძარი ქალაქის დაბომბვისას დაიწვა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი იგი, როგორც ფრანკფურტის ისტორიული ნაგებობა, კვლავ აღადგინეს. ფრანკფურტის ეროვნული კრების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1948 წლის 18 მაისს, იგი კვლავ გაიხსნა სრულიად გერმანელთა სახლის სახელწოდებით. ამ პერიოდიდან იგი ეროვნული ძეგლია და ძირითადად გამოფენებისა და საჯარო მოვლენებისათვის გამოიყენება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Dieter Bartetzko: Denkmal für den Aufbau Deutschlands – Die Paulskirche in Frankfurt am Main. Hrsg. v. Elmar Lixenfeld. Königstein i. Ts. 1998. (Mit Literaturverzeichnis). ISBN 3-7845-4475-4
- Friedrich Bothe: Geschichte der Stadt Frankfurt am Main. Verlag Wolfgang Weidlich, Frankfurt 1977. ISBN 3-8035-8920-7
- Gunther Hildebrandt: Die Paulskirche. Parlament in der Revolution 1948/49. Verlag der Nation, Berlin 1986. ISBN 3-373-00069-6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარი“ ვიკისაწყობში.
- წმინდა პავლეს ტაძარი დაარქივებული 2012-03-05 საიტზე Wayback Machine.
- წმინდა პავლეს ტაძრის ხელახალი მშენებლობა
- ტაძრის 360°-იანი პანორამა
- ტაძრის სამგანზომილებიანი ჭრილი დაარქივებული 2008-01-22 საიტზე Wayback Machine.
- წმინდა პავლეს ეკლესია – დემოკრატიული თავისუფლებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (PDF, 6,3 მბ)