ფოქვეშის ციხესიმაგრე

ფოქვეშის ციხესიმაგრე — ციხე სოფელ ფოქვეშში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, საქართველო.

ფოქვეშის ციხესიმაგრე, 1953 წელი

სოფელ ფოქვეშის მაღალი მთის პლატოზე გაშენებული ყოფილა ციხე, რომელსაც მოსახლეობა „ბიჭიქვაცს“ უწოდებს. ამჟამად ძეგლი ძლიერ დანგრეულია. გადარჩენილია ქვით ნაშენი მხოლოდ ერთი კედელი სამი მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხე აგებულია შუა საუკუნეებში.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება