ფორთოკაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ერთეული ძირების სახით გვხვდება გორის მუნიციპალიტეტის სკრის კოლექციაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, სოლისებური, ხუთნაკვთიანი, ძლიერად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოლურჯო-შავი ფერის. რბილობი საშუალო სიმკვრივისა. წვენი — შეუფერავი.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 169-171 დღეა. სიმწიფის პერიოდი — საგვიანო.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 373