თბილისის ფოლკლორული საღამოები

(გადამისამართდა გვერდიდან ფოლკლორული საღამოები)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თბილისის ფოლკლორული საღამოები — ხალხური პოეზიის საღამოები, რამაც დასაბადი მისცა ფართო ეროვნულ მოძრაობას ღვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, პირველი ასეთი საღამო გაიმართა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 1979 წლის 14 აპრილს ქართველი ახალგაზრდობის მიერ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვის დღესასწაულის წლისთავზე, ფილოლოგების ვ. კოტეტიშვილისა და ა. ჭინჭარაულის, მხატვარ თ. მირზაშვილი და ფილარმონიის იმჟამინდელი დირექტორი დ. კიტიას თაოსნობით. საღამო ჭეშმარიტ სახელმწიფო დღესასწაულად გადაიქცა, რაც დიდად განაპირობა ცოდნამ, გემოვნებამ, იუმოორმა და უშუალობამ, რომლითაც საღამოს უძღვებოდნენ ე. კოტეტიშვილი და ა. ჭინჭარაული. ფოლკლორული საღამოებმა ჩვენს საზოგადოებას შეახსენა მრავალსაუკუნოვანი კულტურის ფესვები. ტელევიზიაში საგანგებოდ შეიქმნა ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია, რამაც ღირსეულად იკისტრა ამ მოვლენის გაშუქება და გაძღოლა.

ფოლკლორული საღამოები თბილისში ტარდებოდა ყოველ წელს, 1983-იდან კი თბილისიდან გადაინაცვლა საქართველოს სხვა ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, სოფლებში, სადაც "სცენა ირთვებოდა ძველი ხალიჩა-ფარდაგებით, მოჩუქურთმებული საკარცხულებით, თიხისა და სპილკენძის ჭურჭლით, ძველი სამეურნეო იარაღებით. სხვენებიდან ჩამოალაგეს დამტვერილ-დააბლადებული ჯარა და ყდანი, გობი თუ ვარცლი, გარა თუ საბეჭველი. ისევ გაიმართა საქსოვი დაზგები და აბრუნდა მეთუნეთა ჩარხები. ყელი მოიღერეს დოქებმა და ხელადებმა, კოკებმა და ჭინჭილები; ჩამოწკრივდნენ დერგები და ქოთნები. ფოლკლორული საღამოებმა გამოავლინა ბევრი ნიჭიერი შემოქმედი და ბიძგი მისცა ხალხური გამოყენებითი ხელოვნების მივიწყებული დარგების აღდგენა-განვითარებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 874.