ფოთის საქალაქო სასამართლო
ფოთის საქალაქო სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც ფოთის მასშტაბით განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.
სასამართოს ისტორია
რედაქტირებასაქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის № 649 ბრძანებულებით გაუქმდა ფოთი ქალაქის სასამართლო და შეიქმნა ფოთის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
სასამართლოს შენობა
რედაქტირებასასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში, სპეციალურად სასამართლოსათვის, 2001 წელს აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა. 2007 წელს, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის შედეგად გაიზარდა დარბაზების რაოდენობა, მოსამართლეებისა და სასამართლო აპარატის კაბინეტები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადების მიღება. ფოთის საქალაქო სასამართლოს დარბაზები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. სამი დარბაზი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად, ორი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებისათვის. ფოთის საქალქო სასამართლოს არქივი 2007 წლის ჩათლით გადაეცა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივს. 2008 წლიდან დღემდე ყველა საქმე (მასალა) ინახება ცალკე არქივის ოთახში. დაგეგმილია ფოთის გამსხვილებული საქალაქო სასამართლოს შექმნა, რომლის იურისდიქციაც გავრცელდება ხობის რაიონზე. ამ რაიონში იმოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ფოთის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.
სტრუქტურა
რედაქტირებაფოთის საქალაქო სასამართლოს სტრუქტურას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოთის საქალაქო სასამართლო დაარქივებული 2016-04-06 საიტზე Wayback Machine.