ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფლორა კარიმოვა (აზერ. Flora Ələkbər qızı Kərimova; დ. 23 ივლისი, 1941, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოპულარული მომღერალი, სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი და აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.[1]

ფლორა კარიმოვა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1941(1941-07-23) (83 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ფლორა კარიმოვა ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფლორა კარიმოვა, თავისუფლების აქტივისტი და საბჭოთა-ევროპული პოპის, როკის და ჯაზის სტილის მუსიკალური ჟანრების დამაარსებელი, დაიბადა ბაქოში, 1941 წლის 23 ივლისს. მისივე თქმით, ის იყო არასასურველი შვილი; მისი დედა ცდილობდა ორსულობის შეწყვეტას, თუმცა ამის გაკეთება კანონიერი გზით საბჭოთა კავშირში არსებული აბორტსაწინააღმდეგო კანონების გამო შეუძლებელი იყო.[2]

ადრეული კარიერა

რედაქტირება

1965 წელს ფლორა კარიმოვა ჩაირიცხა ნარიმანოვის სამედიცინო ინსტიტუტში სამედიცინო ბიზნესის სპეციალობით; ხსენებულ ინსტიტუტში სწავლა 1971 წელს. შემდეგ, 1972-1977 წლებში, იგი სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალური ხელოვნების სპეციალობით, სადაც მან ხმა გააძლიერა ოთხ ოქტავარზე. ამ პერიოდში იგი გახდა გამოჩენილი პოპულარული აზერბაიჯანელი საბჭოთა პოპ მომღერალი. კარიერის ადრეულ ეტაპზე, 1955-1967 წლებში, იგი ძირითადად პოპ და კლასიკურ სტილს მღეროდა. მოგვიანებით, 1967 წელს ფლორა კარიმოვამ პირველად იმღერა ეროვნულ ორკესტრთან ერთად. მისი უნიკალური და ბრწყინვალე, ჯერჯერობით არაჩვეულებრივი, მიმზიდველი ხმა აღელვებდა და მნიშვნელოვნად იზიდავდა აუდიტორიას.

პირველი ქალი მძღოლი საბჭოთა აზერბაიჯანში

რედაქტირება

1967 წელს, იგი გახდა პირველი აზერბაიჯანელი საბჭოთა ქალი-მძღოლი, რომელიც მართავდა პირველ ჟიგულის მანქანას. იგი თავის მანქანაში ხშირად ჩნდებოდა მუსიკალური ესკიზებით.

აზერბაიჯანის პირველი სახალხო არტისტი

რედაქტირება

ფლორა კარიმოვას ჩაწერილი და გამოუშვებული აქვს ოცზე მეტი სოლო ალბომი. 1992 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის წოდება. ამრიგად, ფლორა კარიმოვა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში გახდა პირველი მომღერალი, რომელსაც ეს ტიტული მიენიჭა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კარიმოვა ორჯერ არის დაქორწინებული, ჰყავს ქალიშვილი და ვაჟი. მისი პირველი ქორწინება შედგა პროფ. დოქტორ. იბრაჰიმ ტოპჩუბაშოვისტან, 1969 წელს. მეორედ დაქორწინდა 1988 წელს, ფაიკ შაფიევზე.

იბრაჰამ ტოპჩუბაშოვმა ფლორა კარიმოვას მუსიკალური და არტისტული უნარების დახვეწაში დიდი როლი ითამაშა.

1969 იგი დაქორწინდა პროფესორ იბრაჰიმ ტოპჩუბაშოვზე. მისი დიდება წარმოუდგენლად გაიზარდა. იბრაჰიმოვი გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ, 1970 წელს. გარდაცვალებამდე, პროფესორი იბრაჰიმოვი მივლინებაში იმყოფებოდა თურქეთში, სადაც ის შეხვდა ცნობილ თურქ მომღერალს ნესრინ სიფაჰს და მიიწვია ბაქოში რათა კონცერტი გაემართა. პროფესორ იბრაიმოვის გარდაცვალების შემდეგ, კარიმოვამ გააცნობიერა მისი სურვილი და სიფჰის კონცერტი მოაწყო ბაქოში, იაშილის თეატრში. ამ წლის განმავლობაში იგი საზოგადოებაში არ მღეროდა.

1987 წელს იგი მეორედ დაქორწინდა ფაიკ ბეიზე, რომელიც საბჭოთა მილიონერი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Flora Kərimova“. Adam.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  2. Flora Karimova: "Sometimes I Wish I Had Gone On Being a Doctor" დაარქივებული 2013-01-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Zerkalo. 30 July 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფლორა_კარიმოვა“-დან