ფლატეს გორანამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ფლატეს გორანამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეში. ნამოსახლარი წარმოადგენს ბორცვს, რომლის ზედაპირიც მოსწორებულია. მოსწორებულ ზედაპირზე შეინიშნება სავარაუდო კედლის ნაშთები. ბორცვის ჭრილში, გზის მხარეს გვხვდება დიდი რაოდენობით, სავარაუდოდ შუასაუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39309