ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფიჭვნი – სოფელი ხევსურეთში, სადავო ტერიტორია საქართველოსა და რუსეთს შორის. მოიცავს 200 ჰექტარ ფართობს. 2000 წლის 6 თებერვლიდან სოფელში რუსი სამხედროები დგანან, ამის მიზეზად კი ისინი ასახელებენ 1999 წლის 19–21 მაისს გაფორმებულ ოქმს, რომელზეც სადელიმიტაციო კომისიის ქართველმა ექსპერტებმა რუსებს „ბრმად“ მოუწერეს ხელი. (2003 წელს იმდროინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი აცხადებდა, რომ ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ ჰქონდა). სოფლის დაკავებას წინ უძღოდა 1999 წლის 22 დეკემბერს რუსეთის ფედერაციიდან ორი ნაღმის სროლა, რის შემდეგაც ქართველმა მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს. 2000 წლის 31 იანვარს ქართველებმა ფიჭვნში საგუშაგო აღადგინეს, მაგრამ 3 თებერვალს თბილისიდან გაცემული ბრძანებით პოსტი გაუქმდა. ამის შემდეგ რუსები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეუფლნენ სოფელს და ხევსურების სალოცავ ნიშს. მათ იქ ააგეს ყაზარმები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.

ლიტერატურა

რედაქტირება

კობა ბედოიძე, მიწა–წყალს დღესაც გვეცილებიან, „ახალი ეპოქა“, № 7, 21–27 თებერვალი, 2003, გვ. 11

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჭვნი“-დან