ფიცი ბურთაობის სათამაშო დარბაზში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„ფიცი ბურთაობის სათამაშო დარბაზში„ (ფრანგ. serment du jeu de paume) — ჟაკ-ლუი დავიდის სურათი, რომელიც შექმნა 1792 წელს. ეს ნახატი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომია დავიდის შემოქმედებაში. ეს ისტორიული მოვლენა წინ უძღვოდა საფრანგეთის რევოლუციას.

ფიცი ბურთაობის სათამაშო დარბაზში

20 ივნისს დეპუტატები სამუშაოდ მივიდნენ, მესამე წოდების სხდომათა დარბაზი ჩარაზული დახვდათ. დახურული კრების წინ, კოკისპირულ წვიმაში შეკრებილმა დეპუტატებმა ბურთაობის სათამაშო დარბაზს შეაფარეს თავი. სურათზე ასახულია ბურთის სათამაშო დარბაზში ერთგულების ფიცის დადება. ისინი დებდნენ ფიცს რომ არ დაიშლებოდნენ სანამ კონსტიტუციას არ შეიმუშავებდნენ. იაკობინთა კლუბმა ამ მოვლენის ასახვა დავიდს ანდო. სურათზე ასახულია ორატორის აღმართული მარჯვენა, ფეხზე მდგარი დეპუტატების აწვდილი ხელები, ზედმიწევნით გადმოგვცემს დაძაბული ატმოსფეროს სულისკვეთებას.