ფისტინოის სახლი
ფისტინოის სახლი (რუს. Дом Фистиной) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].
ფისტინოის სახლი რუს. Дом Фистиной | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′42″N 38°56′17″E / 47.211563° ჩ. გ. 38.938015° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის მეორე ნახევარი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 65.
ისტორია
რედაქტირებატაგანროგში, ბერძნების ქუჩა 65-ში მდებარე სახლი ააგეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
ცნობილია მისი მფლობელები და მაცხოვრებლები. თავდაპირველად სახლს ფლობდა ვაჭარი ანა ფისტინოი, მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი მისი მემკვიდრეების ხელში გადავიდა. 1870-იან წლებში სახლი იყიდა შტაბს-კაპიტან ს. პეკუნევიჩის ცოლმა, შემდეგ მისგან კი კურსკელმა მეშჩანინმა ვასილი ტიჩინინმა. 1890-იანი წლების ბოლოს სახლი პეტრე ევგრაფოვიჩის ცოლის, ლუდმილა ლუკინას, კუთვნილებაა. მათ ჯვარი დაიწერეს 1891 წლის 27 იანვარს. 6 ოქტომბერს შეეძინათ ნიკოლოზი. შემდეგ გიორგი და 1899 წელს - ვალენტინი. რამდენიმე ხანი პეტრე ევგრაფოვიჩი მსახურობდა ტომსკის ჟანდარმერიის სამმართველოში. 1910 წელს გადადგა სამსახურიდან.
1910 წელს სახლი იყიდა ანტონინა დომიანოვნამ. 1910-იან წლებში სახლი იქირავა ადვოკატის თანაშემწემ, ტაგანროგის საქველმოქმედო საზოგადოების მდივანმა ჰერმან ემანუელის ძე შტეინფინკელმა.
სამოქალაქო ომის პერიოდში შენობა შეიძინა ბრულ გრეპერმა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი მოხდა სახლის ნაციონალიზაცია.
არქიტექტურა
რედაქტირებასახლს აქვს ხუთი ფანჯარა ფასადზე. პირველი სართული რუსტირებულია. სახურავი ოთხფერდაა. მეორე სართულის ფანჯრები გაფორმებულია სწორკუთხა სანდრიკებით[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог. Греческая улица, 65 დაარქივებული 2019-04-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ЖИЛОЙ ДОМ. КОМПЛЕКС ЗАСТРОЙКИ УЛИЦЫ.[მკვდარი ბმული]
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.