ფინეთის კონსტიტუცია
ფინეთის კონსტიტუცია (ფინ. [Suomen perustuslaki]) — ფინეთის ეროვნული სამართლის უზენაესი კანონი.[1] კონსტიტუცია განსაზღვრავს მმართველობის საფუძველს, სტრუქტურასა და ორგანიზაციას, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის ურთიერთობას, ფინეთის მოქალაქეებისა და ზოგადად, ინდივიდების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. თავდაპირველად საკონსტიტუციო აქტი ფინეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1917) მალევე, 1919 წელს, მიიღეს. ამჟამინდელი კონსტიტუცია 2000 წლის 1-ელ მარტს შევიდა ძალაში.
ისტორიული ფონი და რეფორმა
რედაქტირებაფინეთის ამჟამინდელი კონსტიტუციური დებულებები თავმოყრილია ერთ კანონში — ფინეთის კონსტიტუციაში (731/1999). გაერთიანებამდე ფინეთის კონსტიტუციური დებულებები ოთხ ცალკეულ კანონში იყო მოცემული, რომელთაც კონსტიტუციური სტატუსი ჰქონდათ: 1919 წლის საკონსტიტუციო აქტში (ფინ. Suomen hallitusmuoto; შვედ. Regeringsformen för Finland), პარლამენტის 1928 წლის აქტში (ფინ. valtiopäiväjärjestys; შვედ. riksdagsordningen), 1922 წლის სამინისტროთა ვალდებულებების აქტი (ფინ. laki eduskunnan oikeudesta tarkastaa valtioneuvoston jäsenten ja oikeuskanslerin sekä eduskunnan oikeusasiamiehen virkatointen lainmukaisuutta, short title ministerivastuulaki; შვედ. Lag om rätt för riksdagen att granska lagenligheten av statsrådsmedlemmarnas och justitiekanslerns samt riksdagens justitieombudsmans ämbetsåtgärder) და 1922 წლის იმპიჩმენტის უზენაესი სასამართლოს აქტი (ფინ. laki valtakunnanoikeudesta; შვედ. Lag om riksrätten). აღნიშნული კანონები ერთმანეთს შეერწყა და ცალკე კონსტიტუციის სახით ჩამოყალიბდა.[2][3]:§131
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Constitution of Finland (translation issued by the Ministry of Justice)
- ↑ Suomen perustuslaki. Finlex database. Retrieved 2017-03-31. (in Finnish)
- ↑ Finlands grundlag. Finlex database. Retrieved 2024-04-23. (in Swedish)