ფინანსიე
ფინანსიე (ფრანგ. financier [fi.nɑ̃.sje]) — ნუშის ფქვილისა და კვერცხის ცილისგან დამზადებული პატარა მართკუთხედი საკონდიტრო ნაწარმი.[1][2]
ტიპი | ნამცხვარი |
---|---|
წარმოშობის ადგილი | საფრანგეთი |
შემქმნელი | ლასნე |
გამოგონების წელი | 1890 |
ძირითადი შემადგენლობა |
ყავისფერი კარაქი; ნუშის ფქვილი; კვერცხის ცილა |
|
წარმოშობა
რედაქტირებაXVII საუკუნეში, ნუშის, ფქვილის, შაქრის, კარაქისა და კვერცხის ცილისგან დამზადებული პატარა ოვალური ნამცხვრები მოამზადეს ვიზანტანელთა ორდენის დებმა ნანსიში, ლორენში. ეს პატარა ნამცხვრები, სახელწოდებით „Visitandines“, მზადდებოდა ან მონასტრებში ხორცის მოხმარების აკრძალვის საკომპენსაციოდ, ან რათა ტყუილად არ გადაეყარათ კვერცხის ცილა, რომლის გულსაც ისინი საღებავის მოსამზადებლად იყენებდნენ.
რენესანსის პერიოდში ნუშის საკონდიტრო ნაწარმის უმეტესობა მწარე სუნის გამო უნდობლობას იწვევდა.
დაახლოებით 1890 წელს ნამცხვარი თავიდან დაიბადა, როდესაც პარიზის ფინანსურ რაიონში მდებარე საკონდიტროს შეფ-მზარეულმა ლასნემ ნამცხარი ოქროს ზოდების ფორმით გამოაცხო. საფონდო ბირჟასთან სიახლოვის გამო, მის საკონდიტროს ხშირად სტუმრობდნენ ფინანსისტები. სწორედ ამ ფაქტისა და ოქროს ზოდთან მსგავსების გამო დაერქვა ნამცხვარს სახელი „ფინანსიე“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Thomas Keller et al., Bouchon (NY: Artisan, 2004), 307, available online, accessed August 28, 2012. ISBN 978-1579652395
- ↑ Suas, Michel (2008). Advanced Bread and Pastry. Cengage Learning, გვ. 474. ISBN 978-1418011697.