ფილონ ალექსანდრიელი

ებრაული ელინიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი

ფილონ ალექსანდრიელი — ებრაული ელინიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი, ღვთისმეტყველი, მწერალი, იუდაიზმის აპოლოგეტი (დამცველი) და რელიგიური მოაზროვნე. დაიბადა ალექსანდრიაში, მდიდარ და გავლენიან ოჯახში.[5] მის ოჯახს ახლო კავშირები ჰქონდა მეფე იროდთან. რომის სახელმწიფო უწყებებში მის ძმასა და ნათესავებს მაღალი თანამდებობები ეკავათ. ერთადერთი წყარო, რომელიც მასზე ინფორმაციას გვაწვდის, ეს მისივე დაწერილი ნაშრომია. ფილონის მნიშვნელოვან საზოგადაოებრივ სტატუსზე მეტყველებს ისიც, რომ იგი ალექსანდრიის იუდეისტური საზოგადოების მიერ იერუსალიმის ტაძარში გაგზავნილ საჩუქრებს აცილებდა.[6] ახ. წ. 40 წელს კი რომში, იმპერატორ კალიგულას კარზე ალექსანდრიელ იუდაისტთა ელჩობის ერთ-ერთი წევრი იყო, რომლებმაც მეფეს იუდაისტთა უფლებების დაცვა სთხოვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა ფილონმა საგანგებო თხზულება, რომელიც კალიგულას სიკვდილის შემდეგ წაიკითხეს რომის სენატში.[7]

ფილონ ალექსანდრიელი
ძვ. ბერძნ. Φίλων τοῦ 'Αλεξανδρείας
დაბ. თარიღი ძვ. წ. 15
დაბ. ადგილი ალექსანდრია
გარდ. თარიღი 50[1]
გარდ. ადგილი ალექსანდრია
მოქალაქეობა ძველი რომი
ეროვნება Hebrews[2]
საქმიანობა ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, მწერალი[3] და ავტორი[4]
გავლენა მოახდინეს

რესურსები ინეტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  2. (unspecified title)ISBN 84-460-0782-7
  3. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  4. https://www.bksh.al/details/79882
  5. იერონიმეს მიხედვით, ფილონ ალექსანდრიელი წარმოშობით მღვდლის ოჯახიდან იყო. Vir. ill. 11
  6. Prov. II, 107
  7. რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997