ფილიპის ბრძოლა |
---|
ლიბერატორების სამოქალაქო ომის ნაწილი |
ქალაქ ფილიპის ადგილმდებარეობა |
თარიღი |
3 და 23 ოქტომბერი, ძვ. წ. 42 წ. |
---|
მდებარეობა |
ფილიპი, მაკედონია (დღევანდელი საბერძნეთი) |
---|
შედეგი |
მეორე ტრიუმვირატის გადამწყვეტი გამარჯვება |
---|
ტერიტორიული ცვლილებები |
რომის რესპუბლიკის აღმოსავლეთი პროვინციები მარკუს ანტონიუსს გადაეცა, პტოლემეთა ეგვიპტემ და პართიამ ლიბერატორთა მხარდაჭერა შეწყვიტეს. |
---|
მხარეები |
---|
მეორე ტრიუმვირატი
|
ლიბერატორები, რომლებიც რომის რესპუბლიკის აღმოსავლეთ პროვინციებს აკონტროლებდნენ. მათ მხარს უჭერდნენ პტოლემეთა ეგვიპტე და პართიის იმპერია.
|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
19 ლეგიონი, 33 000 მხედარი; ჯამში 100 000 კაცზე მეტი. 223 000-მდე თუ დამხმარე პერსონალის რაოდენობა ლეგიონერებისას უახლოვდება.
|
17 ლეგიონი, 17 000 მხედარი; ჯამში, დაახლოებით, 100 000 კაცი. 187 000-მდე თუ დამხმარე პერსონალის რაოდენობა ლეგიონერებისას უახლოვდება.
| |
დანაკარგები |
---|
|
ფილიპის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ფილიპის ბრძოლა — კულმინაციური ბრძოლა მეორე ტრიუმვირატის წევრების, მარკუს ანტონიუსისა და ოქტავიანეს ძალებსა და იულიუს კეისრის მკვლელების, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და გაიუს კასიუს ლონგინუსის ძალებს შორის. გაიმართა ქალაქ ფილიპისთან, მაკედონიაში, ძვ. წ. 42 წლის ოქტომბერში.
ბრძოლა შედგება ანტიკურ ქალაქ ფილიპის დასავლეთით მდებარე დაბლობზე გამართული ორი შეტაკებისაგან. პირველი მათგანი ოქტომბრის პირველ კვირაში მოხდა; ბრუტუსი ოქტავიანეს დაუპირისპირდა, ანტონიუსის ჯარი კი კასიუსისას შეებრძოლა. თავდაპირველად, ბრუტუსმა უკან დაახევინა ოქტავიანეს და მისი ლეგიონების ბანაკიც დაიკავა, თუმცა სამხრეთით, ანტონიუსმა კასიუსი დაამარცხა და ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ცრუ მოხსენება მოისმინა, რომ თითქოს ბრუტუსიც დამარცხდა. ბრუტუსმა კასიუსის გადარჩენილი არმია შეიერთა და ორივე მხარეს ბანაკებში დაბრუნება უბრძანა. ამ ბრძოლაში, არსებითად, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა მას მაინც შეეწირა კასიუსის სიცოცხლე. მეორე შეტაკება 23 ოქტომბერს მოხდა და ბრუტუსის ძალების განადგურებით დასრულდა. ამ უკანასკნელმაც თავი მოიკლა და ამდენად, ტრიუმვირატმა რომის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვა.